
თბილისი ენერჯი მოსახლეობას გაზმომარაგების აღდგენის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის მოსახლეობას გაზის ონკანების გადაკეტვისკენ მოუწოდებს.
"გთხოვთ, გადაკეტეთ გაზის ონკანები! ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს გაზმომარაგების აღდგენის პროცესს. კორპუსში სადაც ღიად დატოვებული გაზის ონკანია უსაფრთხოების გამო ვერ ჩავრთავთ ბუნებრივ აირს", - ნათქვამია "თბილისი ენერჯის" განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ "მესამე პირის" მიერ დაზიანდა, რის გამოც გაზმომარაგების გარეშე ვაკე-საბურთალოს მოსახლეობის 150 000-მდე აბონენტი დარჩა. კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზის მიწოდების აღდგენა დღეს დაიწყება და 11 თებერვლის დღის ბოლომდე გაგრძელდება. თბილისი ენერჯის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 500 მმ-იანი მილი უკვე აღდგენილია. გაზმომარაგების აღსადგენად მეორე, ყველაზე რთული ეტაპი დაიწყო. რისთვისაც "თბილისი ენერჯის" შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულები არიან.