დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა , რომ აგვისტოს ბოლოს ქვეყანა "ფაიზერის" 400 000 დოზას ელოდება.
მან ჟურნალისტებს ამ ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ეს მოსახლეობამ იცოდეს .
„ფაიზერი“ გვაქვს სერიოზული რაოდენობით. თვის ბოლოს კიდევ, დახლოებით, 400 000 დოზა „ფაიზერს“ ველოდებით ანუ ის მილიონი დოზა, რაც არის ნაყიდი, სულ შემოვა, ამიტომ სექტემბერს შევხვდებით მილიონი დოზა „ფაიზერით“. აქედან, დაახლოებით, 200 000 – 300 000 დოზა მეორე და პირველი აცრებისთვის არის დაჯავშნილი ანუ ჩვენ სექტემბერში თავისუფლად შეგვიძლია სადღაც 350 000 ადამიანი „ფაიზერით“ ორჯერადად ავცრათ. გაავრცელეთ ეს ინფორმაცია. აუცილებელია, ეს მოსახლეობამ იცოდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.