ევროპაში მასობრივად ყიდულობენ "რადიაციის საწინააღმდეგო" აბებს
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია რუსების მიერ ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგურის დაკავებაზე, ჩეხეთის, ბულგარეთისა და პოლონეთის მაცხოვრებლებმა აფთიაქებში დაიწყეს კალიუმის იოდიდისა და იოდის მაღალი შემცველობის სხვა პრეპარატების მასიურად შეძენა, იტყობინება Reuters.
ეს პრეპარატები გამოიყენება რადიაციული დაბინძურების შემთხვევაში, ორგანიზმის დასხივების თავიდან ასაცილებლად.
ჟურნალისტების თქმით, ბოლო კვირაში ბულგარეთში იმდენივე იოდის პრეპარატი გაიყიდა, რამდენიც ჩვეულებრივ მთელი წლის განმავლობაში იყიდება. იგივე ხდება პოლონეთსა და ჩეხეთში.