janmedi
ავერსი ნემო

დღეს ევროპარლამენტში დებატები გაიმართება რეზოლუციის პროექტზე, სახელწოდებით: „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“. 

ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დებატები სტრასბურგში, ადგილობრივი დროით 18:30 საათის შემდეგ არის დაგეგმილი.

ასევე, ევროპარლამენტში აღნიშნული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრაც არის ჩანიშნული.

რეზოლუციის პროექტზე, „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“, კენჭისყრა 26 ნოემბერს შედგება.

88