გლობალურ ეკონომიკაში ვითარების გაუარესება რუსეთის ფედერაციის სპეცოპერაციას არ უკავშირდება და დიდი შვიდეულის უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
„სასაქონლო და ნედლეულის ბაზრებზე ინფლაციის მკვეთრი ზრდა ფაქტი გახდა მიმდინარე წლის მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე. მსოფლიო მუდმივად მიჰყავდათ ასეთ სიტუაციაში ე.წ. დიდი შვიდეულის ქვეყნების მრავალწლიანი უპასუხისმგებლო მაკროეკონომიკური პოლიტიკით, მათ შორის უკონტროლო ემისია და არაუზრუნველყოფილი ვალების დაგროვება. ეს პროცესები 2020 წელს, კორონავირუსული პანდემიის დაწყებასთან ერთად დაჩქარდა და გაძლიერდა, როდესაც გლობალურად შემცირდა როგორც მიწოდება, ასევე მოთხოვნა საქონელსა და მომსახურებაზე. ევროკავშირმა საბოლოოდ დაკარგა პოლიტიკური სუვერენიტეტი და მისი ბიუროკრატიული ელიტები ცეკვავენ სხვის ხმაზე, იღებენ ყველაფერს, რასაც ზემოდან ეუბნებიან, ზიანს აყენებენ საკუთარ მოსახლეობას და საკუთარ ეკონომიკას, საკუთარ ბიზნესს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.