global distribution
გარე ავეჯი
ევროკავშირმა კოვიდ - პასპორტების გაცემა დაიწყო. აღნიშნული დოკუმენტი აცრილ მოქალაქებს აძლევს შესაძლებლობას იმოგზაურონ თავისუფლად ევროკავშირის ტერიტორიაზე კარანტინის და კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის გარეშე.
 
დოკუმენტზე დატანილია ინფორმაცია მოქალაქის ვაქცინაციის შესახებ, ასევე კოვიდ-ტესტის პასუხების შესახებ და ანტისხეულების არსებობის დამადასტურებული დოკუმენტის შესახებ.
 
ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, ყველა კოვიდ-პასპორტიანის მოგზაურობა კარატინის გარეშე უზრუნველყონ.
 
ასევე, კოვიდ-პასპორტის აღების შესაძლებლობა ევროკავშირის მოქალაქეების გარდა, რეზიდენტ პირებსაც ექნებათ, რომლებიც ბლოკის რომელიმე წევრ ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრობენ.
 
აღსანიშნავია, რომ კოვიდ-პასპორტის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მობილური აპლიკაციიდანაც.
 
1301