საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შოვში 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიას ეხმაურება და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.
„ევროკავშირის წარმომადგენლობა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და ერთად ვგლოვობთ შოვის მეწყერში 3 აგვისტოს დაღუპულებს“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მინაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.