ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი სერიოზულად არის შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ქმედებებით.
"საქართველო საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგშია.
ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა ის სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებებით, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს", - წერს ევროკავშირის საბჭო.