
ესპანეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით აფრთხილებს და ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ საელჩო განცხადებას ავრცელებს.
„ესპანეთის სამეფოში, განსაკუთრებით ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის გალისიაში, კასტილია და ლეონსა და ექსტრემადურაში ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განგაშის მაღალი დონე გამოაცხადა.
გთხოვთ, გამოიჩინოთ უკიდურესი სიფრთხილე, მოერიდოთ ხანძრების ზონებს, გაითვალისწინოთ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციები და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომრებზე:
საქართველოს საელჩო: +34691387221; სასწრაფო დახმარება ესპანეთში: 112
ასევე, ტყის ხანძრების ლოკაციებისა და სტატუსის შესახებ განახლებადი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე“,- ნათქვამია განცხადებაში.