jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ქადაგივშილის თქმით, პატიმრებთან დაკავშირებით დოკუმენტში არსებულ ჩანაწერზე და 43-პროცენტზე მან ინფორმაცია „ექსპრომტად შეიტყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი („პირველი არხი“) ავრცელებს.
 
ქადაგიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 16 აპრილს ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც იყო ხანგრძლივი განხილვის შედეგი.
 
„იმ დოკუმენტში საერთოდ არ იყო ნათქვამი არანაირ პროცენტებზე და არანაირი ბმა არ არსებობდა რაიმე კუთხით რიგგარეშე არჩევნებთან... ჩვენ დავრჩებით ალბათ იმ პოზიციაზე, რა პოზიციაც ჩვენი ინიციატივით გამოვხატეთ და არავის უთხოვია ჩვენთვის არც 43% და არც 25%. ჩვენ თვითონ ვთქვით ეს რიცხვი 40%, ეს დათქმაც და აქ ახლა ერთი-ორ პროცენტზე ვაჭრობა, ცოტა უხერხულად მეჩვენება. რაც შეეხება პატიმრებთან დაკავშირებულ საკითხს, აქაც ჩვენ იმ დოკუმენტიდან გამომდინარე ნათლად ვთქვით, რომ თუ მოხდება მელიას მხრიდან გირაოს გადახდა, მზადყოფნა გამოვთქვით, რომ პოლიტიკური ამინისტია შედგეს 20 ივნისის მოვლენების გარშემო. არაფერი საკონსულტაციო ვფიქრობ აქ აღარ არის, რადგან ყველაფერი ჩვენი მხრიდან ცალსახად და პლუს კიდევ უფრო მეტად იქნება შემოტანილი – 40% შემოვიტანეთ და სამ პროცენტზე არის ვაჭრობაა? გაურკვეველია. ეს ჩვენთვის არ არის მისაღები. მისაღებია ის, რასაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი. უფრო კონკრეტულები ვიქნებით, როდესაც შეკრება გაიმართება ხვალ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა:
 
 
„ჩვენ დოკუმენტზე ხელი მოწერილი გვქონდა. ვფიქრობთ, რომ ალბათ მათ უნდა შესთავაზონ ის დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ და ამ საღამოს რაღაც სიახლე ირკვევა. ამას ვერავინ ვერ გადაწყვეტს კონსულტაციების გარეშე“.
1498