
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, ბანკთაშორისი სესხების გარდა, 2025 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 459.03 მილიონი ლარით, ანუ 0.74%-ით გაიზარდა და იანვრის ბოლოს 62.68 მილიარდი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 36.05 მლნ ლარით, ანუ 0.10%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 422.98 მლნ ლარით, ანუ 1.57%-ით გაიზარდა.
ამასთან, ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.58 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 1.34%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოური ვალუტით 18.15 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებელს 2.46%-ით აღემატება.
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის იანვრის განმავლობაში 0.66%-ით, ანუ 208.38 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და იანვრის ბოლოსათვის 31.94 მილიარდი ლარი შეადგინა.
2025 წლის იანვრის ბოლოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.32% შეადგინა და წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით შემცირდა 0.358 პროცენტული პუნქტით.