თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში ქურთების წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის ჩატარებას გეგმავს.
როგორც პრეზიდენტმა, ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, ანკარა გეგმავს სირიის საზღვართან ახალი ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნას, რომლის სიგანე 30 კილომეტრი იქნება.
ერდოღანის თქმით, „ეს აუცილებელია ამ რეგიონებიდან მომავალი ტერორისტული საფრთხის ჩასახშობად“.
„ჩვენ უახლოეს ხანში ახალ ნაბიჯებს გადავდამთ იმ სამუშაოში, რომელიც დავიწყეთ და რომელიც გულისხმობს თურქეთის სამხრეთ საზღვრებთან 30 კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონის შექმნას. იმ ტერიტორიებზე, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენ ქვეყანაზე მუდმივი თავდასხმების ცენტრს და ამიტომაც უსაფრთხოების ზონების შექმნა ჩვენი ოპერაციული პრიორიტეტია. ჩვენი შეიარაღებული ძალებისა და დაზვერვისთვის. ეს ოპერაციები დაიწყება მაშინ, როდესაც უსაფრთხოების ძალების მომზადებას დაასრულებენ“, – განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ოპერაციის დაწყების შესახებ 26 მაისს დაგეგმილ უშიშროების საბჭოს სხდომაზე იქნება მიღებული.