ერაყის ქალაქ ერბილში, აშშ- ს საკონსულოსთან 5 რაკეტა ჩამოვარდა. საკონსულოსთან ახლოს ქალაქის აეროპორტიც მდებარეობს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამ დროისთვის უცნობია, ვინ განახორციელა თავდასხმა და რომელი ობიექტი იყო სამიზნე. გარდა ამისა, დაზიანდა ადგილობრივი მედიის - Kurdistan 24-ის შენობაც.
ერაყის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით , მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდასხმა ირანიდან განხორციელდა.
აფეთქებების ამსახველ ფოტო და ვიდეოს ადგილობრივი ჟურნალისტი Twitter-ზე ავრცელებს.
განახლებადი ინფორმაცია