დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე განმარტავს, რომ დღეს დაფიქსირევული მიწისძვრა, თბილისის მოსახლეობისთვის სახიფათო არაა.
"ეპიცენტრული ზონა შორსაა თბილისიდან. შესაბამისად, საშიში არ არის თბილისისათვის."- წერს სოციალურ ქსელში გოდოლაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის დროით 01.43 საქართველოში მიწისძვრა მოხდა. 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი თიანეთიდან ჩრდილოეთით, სოფელ შუაფხოსთან დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც.