global distribution
გარე ავეჯი
ექიმებმა მარნეულში, აივნის ნგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ჩვილის გადარჩენა შეძლეს.
 
როგორც ექიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საკეისრო კვეთის შემდეგ ჩვილს გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.
 
„დაფიქსირდა ნაყოფის ერთეული გულისცემა და ნაყოფის გადარჩენის მიზნით, სასწრაფოდ შეყვანილი იქნა საოპერაციოში. პარალელურად ქალბატონზეც გრძელდებოდა რეანიმაციული ღონისძიებები და საკეისრო კვეთის შემდგომ, ნაყოფის ამოყვანისასაც იყო ნაყოფთანაც გულის გაჩერება, მაგრამ ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად ბავშვი გადარჩა“, - განაცხადა ექიმმა.
 
ცნობისთვის, მარნეულში ნარმან ნარიმანოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულის აივანი ჩამოინგრა რასაც მსხვერპლი მოყვა. 
 
გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
578