საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება და მისი აგრესია სხვა ქვეყნებზეც შესაძლოა გავრცელდეს.
"ჩვენ დიდი ეჭვი გვაქვს, რომ რუსეთი არ შეჩერდება უკრაინაში და თავისთავად, რუსული ზეგავლენა შეიძლება გავრცელდეს სხვა მეზობელ ქვეყნებში, მოლდოვაში და საქართველოში და თავისთავად, მას შეიძლება ზეგავლენა ჰქონდეს ბალკანეთის სხვა ქვეყნებზე. ამიტომაც, დიდი ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ როგორ განვითარდება სიტუაცია ამ ქვეყნებში, ვიზიტები უნდა განხორციელდეს მოლდოვაში და რა თქმა უნდა, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ფოკუსი ბალკანეთის ქვეყნებზე. ვნახოთ, რა ხდება ევროკავშირში გაწევრიანების იმ კანდიდატ ქვეყნებში და მინდა ვთქვა, რომ ეს ევროპისათვის არის უმნიშვნელოვანესი მომენტი, სადაც მან უნდა გამოიჩინოს ლიდერობა და ეს ერთიანობის პრინციპით უნდა განხორციელდეს, უნდა ვიმოქმედოთ ერთიანად და ძალიან სწრაფად,“ - აცხადებს ჯოზეფ ბორელი.